დღეს, პოლონეთში ლეხ კაჩინსკის ცხედრის ექსჰუმაცია ჩატარდება

დღეს, პოლონეთში ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ცხედრის ექსჰუმაცია ჩატარდება. ის 2010 წლის გაზაფხულზე, სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა.
პოლონური მედიის ცნობით, კაჩინსკის გარდა კიდევ  82 ცხედრის ექსჰუმაცია ჩატარდება. ეს ადამიანებიც პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.
ცხედრების ექსპერტიზა დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ჩატარდება.
ცხედრების ექსჰუმაცია იმ ვერსიის შესამოწმებლად ტარდება, რომელიც  პოლონეთის მმართველი პარტიის, „სამართალი და სამართლიანობის“ წევრებმა გამოთქვეს. ამ ვერსიის მიხედვით, კატასტროფამდე თვითმფრინავის ბორტზე ხანძარი გაჩნდა.
ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავმა კატასტროფა რუსეთის ქალაქ სმოლენსკის აეროპორტთან 2010 წელის 10 აპრილს განიცადა. მის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები