ტრამპმა აბორტების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება დაადასტურა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ის აბორტების წინააღმდეგია. ამის შესახებ CBS News იუწყება.
ტრამპმა პირობა დადო, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მის მიერ დანიშნული მოსამართლე  pro-life-ის, ანუ ნაყოფის შენარჩუნების მომხრე იქნება.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ფედერალურ დონეზე აბორტების ლეგალიზების კანონი შეიცვლება, ეს საკითხი შტატების კომპეტენციაში გადავა.
ამჟამად შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე აბორტები ლეგალიზებულია. აბორტების წინააღმდეგ გამოსვლა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კონსერვატიული პოლიტიკოსების   წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები