რუსეთი და სომხეთი ერთიან საჯარისო შენაერთს ქმნიან – პუტინმა განკარგულებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა შეთანხმებას რუსეთის ფედერაციასა და სომხეთს შორის ერთიანი საჯარისო შენაერთის შექმნის შესახებ. ამის თაობაზე კრემლის პრესსამსახური იუწყება.
პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სომხურ მხარესთან მოლაპარაკების გამართვა და მისი დასრულების შემდეგ შესაბამისი შეთანხმების გაფორმება დაავალა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი და სომხეთი ერთიანი საჯარისო შენაერთის შექმნას გეგმავენ, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. მისი ერთ-ერთი ამოცანა რუსეთის და სომხეთის საზღვრის ერთობლივი დაცვა იქნება. დაჯგუფება ერთობლივ სარდლობას დაექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები