ტრამპი ჩინეთის ლიდერს ტელეფონით ესაუბრა და ისინი „მჭიდრო თანამშრომლობაზე“ შეთანხმდნენ

აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის თავმჯდომარეს სი ძინპინს ტელეფონით ესაუბრა. ტრამპის შტაბის ინფორმაციით, ის პეკინთან „მჭიდრო თანამშრომლობას“ აპირებს.
„ლიდერებმა ურთიერთპატივისცემა დაადასტურეს. არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მას ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მჭიდრო ურთიერთობების იმედი აქვს.
თავის მხრივ. ჩინეთის ლიდერის განცხადებით, აშშ-ის და ჩინეთის თანამშრომლობა ორი ქვეყნისთვის „ერთადერთი სწორი არჩევანია“.
ტრამპი და სი ძინპინი უახლოეს მომავალში ორმხრივ შეხვედრას გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები