ანი მიროტაძე: გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილს წაართვა პარტიის ბელადის სადავეები

„ნაციონალურ მოძრაობაში რომ ქაოსია, ამას შეუიარაღებელი თვალითაც ყველა ხედავს, – ამის შესახებ „ეროვნული ფორუმის“ წევრმა ანი მიროტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მიროტაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილს მართვის სადავეები გიგა ბოკერიამ ჩამოართვა. მიროტაძე პარტიაში არსებულ შიდა დაპირისპირებაზე საუბრობს.
“გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილს წაართვა პარტიის ბელადის სადავეები. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს არის რღვევა. ლიდერის ადგილის დაკავებას გიგა ბოკერია ცდილობს, რაც სახეზეა. მიხეილ სააკაშვილი თანდათან გავლენაც კარგავს პარტიაში,“ – განაცხადა ანი მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები