ანი მიროტაძე: გუბაზ სანიკიძეს ამ ეტაპზე სჭირდებოდა გათავისუფლება პარტიული ჩარჩოდან

გუბაზ სანიკიძის წასვლაში, არ ვფიქრობ, რომ რაიმე ტრაგიკულია, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ეროვნული ფორუმის“ წევრმა ანი მიროტაძემ განაცხადა.
მიროტაძე პარტიიდან სანიკიძის წასვლას მის ახალ პოლიტიკურ სივრცეში გადანაცვლებას უკავშირებს. ანი მიროტაძე ახალი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების შექმნაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ახალ პოლიტიკურ ძალაში, ვერც მოქმედი და ვერც ყოფილი „ნაციონალები“ ვერ მოხვდებიან.
“გუბაზ სანიკიძეს ამ ეტაპზე სჭირდებოდა გათავისუფლება პარტიული ჩარჩოებიდან. ის პოლიტიკაში რჩება და სავარაუდოდ, იმ პოლიტიკურ გაერთიანებაში იქნება, რომელიც ჩვენი პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ არჩევნების დასრულების შემდეგ დააანონსა.
ამ ახალ გაერთიანებაში ვერ მოხვდებიან, ვერც ყოფილი და ვერც მოქმედი „ნაციონალები“. „გირჩის“ წევრებიც, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან მოიაზრებიან არც ესაა ახალი, ამიტომ მათთან თანამშრომლობასაც გამოვრიცხავ,“-განაცხადა ანი მიროტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები