ახალ ზელანდიაში ორი მიწისძვრის შედეგად დამბა დაინგრა – დაღუპულია ორი ადამიანი (ვიდეო)

სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა ახალ ზელანდიაში მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად. პირველი მიწისძვრის მაგნიტუდამ 7,8 შეადგინა. შემდეგ მას რამდენიმე “აფტერშოკი“ მოჰყვა, ყველაზე ძლიერის მაგნიტუდა 6,2 იყო.  ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, მიწისძვრამ დამბა დაანგრია. წყლის ნაკადები მდინარე კლარენსში ჩაიღვარა, რის გამოც ქალაქ კაიკოურას საფრთხე შეექმნა.   ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, რაც შეიძლება უფრო ამაღლებულ ადგილებში წავიდეს.
წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად გამოწვეულმა ზარალმა დაახლოებით 1,4  მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები