ევროპარლამენტი თურქეთს სანქციებით ემუქრება

ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა მარტინ შულცმა განაცხადა, რომ ბრიუსელი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს ქვეყანაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაკავების გამო. ამის შესახებ გამოცემა Bild am Sonntag იუწყება.
„მიმდინარე წლის ბოლომდე საბაჟო კავშირის რეფორმა უნდა ჩატარდეს, რომლის წევრი დღეს თურქეთიც არის, წარმოუდგენელია, რომ თურქეთში განხორციელებული დაპატიმრებების შემდეგ, ჩვენ საბაჟო კავშირს გავაფართოებთ“ – განაცხადა შულცმა.
მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის შემთხვევაში ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეწყდება.
ცნობისთვის, თურქეთში, 5 ნოემბერს, ყველაზე ძველი გაზეთის Cumhuriyet-ის ცხრა თანამშრომელი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები