მიანმარის შეიარაღებულმა ძალებმა 25 ამბოხებული და მათი მხარდამჭერები მოკლეს

მიანმარის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, შეტაკებების დროს 25 ამბოხებული მოკლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
როხინჯას ტომის წარმომადგენლები, რომლებიც სამხედროებს დაუპირისპირდნენ, ხანჯლებით და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეტაკების დროს ორი სამხედრო დაიღუპა. ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული იყო საკუთარი საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები