დონალდ ტრამპი სამ მილიონამდე ემიგრანტის დეპორტაციას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების ახალარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის აპირებს ორი-სამი მილიონი უსაბუთო ემიგრანტის „დაუყოვნებლივ“ დეპორტაციას ქვეყნიდან. ინფორმაციას ამის შესახებ Independent- ი ავრცელებს.
 
გამარჯვების შემდეგ თავის პირველ სატელევიზიო გამოსვლაში ტრამპმა აღნიშნა, რომ გეგმავს განახორციელოს ხისტი საიმიგრაციო პოლიტიკა. ასევე ითხოვს აშენდეს კედელი აშშ-სა და მექსიკას შორის.
 
„აი, რას ვაპირებთ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც არიან კრიმინალები, დაჯგუფების წევრები, ნარკოდილერები. ასეთები ბევრნი არიან, დაახლოებით ორი-სამი მილიონი, ჩვენ მათ გავუშვებთ ქვეყნიდან ან დავაპატიმრებთ“,- განაცხადა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები