იენს სტოლტენბერგი: ახლა არ არის დრო, ეჭვქვეშ დავაყენოთ ევროპასა და ამერიკას შორის პარტნიორობის ფასეულობა

NATO Secretary General Jens Stoltenberg

ახლა არ არის დრო, ეჭვქვეშ დავაყენოთ ევროპასა და ამერიკას შორის პარტნიორობის ფასეულობა, – ამის შესახებ საუბარია ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის სტატიაში, რომელიც „გარდიანში“ გამოქვეყნდა.
„ჩვენ ისტორიის განმავლობაში ჩვენი თაობის უდიდეს გამოწვევებს ვაწყდებით. ახლა არ არის დრო, ეჭვქვეშ დავაყენოთ ევროპასა და ამერიკას შორის პარტნიორობის ფასეულობა. 67 წლის განმავლობაში ეს პარტნიორობა იყო ევროპაში მშვიდობის, თავისუფლებისა და აყვავების საფუძველი. ამან შეგვაძლებინა წარმატებით შეგვეკავებინა საბჭოთა კავშირი და ბოლომდე მიგვეყვანა ცივი ომი“, – წერს სტოლტენბერგი.
ნატოს გენერალური მდივანი ასევე, აღნიშნავს, რომ ერთადერთხელ, როდესაც ნატომ გამოიყენა თავისი მდგომარეობა საკუთარი თავდაცვისთვის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმისას, იყო 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი.
„ცივი ომის შემდეგ კოლექტიური თავდაცვის ყველაზე მეტი ძალისხმევა განვახორციელეთ. ეს არის შეკავება და არა აგრესია. არ გვსურს კონფლიქტის პროვოცირება, არამედ მისი აღკვეთა გვსურს“, – წერს სტოლტენბერგი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები