პაკისტანში “ისლამური სახელმწიფოს” თავდასხმას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში “ისლამური სახელმწიფოს” მიერ განხორციელებულ თავდასხმას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ტერორისტებმა ბელუჯისტანის პროვინციაში, ერთ-ერთი სალოცავი ააფეთქეს, სადაც ასობით ადამიანი საღამოს ლოცვაზე იყო შეკრებილი.
პოლიციის ინფრომაციით, აფეთქების შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა 100-ზე მეტი კი დაშავდა, უმრავლესობის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ. თავდასხმიდან რამდენიმე საათში მომხდარზე პასუხისმგებლობა აისისიმ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები