ტრამპი უახლოეს პერიოდში პუტინთან საუბარს გეგმავს

აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უახლოეს პერიოდში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.

როგორც გამოცემა Wall Street Journal-ი ტრამპზე დაყრდნობით წერს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მან პუტინისგან „შესანიშნავი“ წერილი მიიღო.

ვლადიმერ პუტინმა ტრამპს მისალოცი წერილი 9 ნოემბერს გაუგზავნა, რა დროსაც იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ერთობლივად იმუშავებენ რუსულ-ამერიკული ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანის მიზნით.
საარჩევნი კამპანიის დროს დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობას გააუმჯობესებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები