დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას მიერ განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმის ზოგიერთი ელემენტის შენარჩუნებას აპირებს
აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის ბარაკ ობამას მიერ შემოღებული სამედიცინო დაზღვევის სისტემის ზოგიერთი ელემენტის შენარჩუნებას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა “Wall Street Journal” იუწყება.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, მოქმედ პრეზიდენტთან, ბარაკ ობამასთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ, მან კანონის მიმართ აზრი შეიცვალა. საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი კანონის გაუქმებას გეგმავდა. “მე შევისწავლე მისი წინადადება და მისდამი პატივისცემის გამო, ამას გავაკეთებ“, – განაცხადა ტრამპმა.
სამედიცინო დაზღვევის ახალი სისტემა, რომელსაც “ობამაკერს“ უწოდებენ, 2010 წელს იყო მიღებული. მისი მიზანი 32 მილიონი ამერიკელისთვის სამედიცინო დაზღვევის დაწესებაა.