რუსეთის უშიშროების სამსახურმა მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში „ისლამური სახელმწიფოს“ 10 ტერორისტი დააკავა

1042339 18.02.2012 Сотрудники подразделений специального назначения во время проведения боевого мероприятия по обезвреживанию условных террористов и освобождению заложников, реализуемого в здании общеобразовательной школы а рамках антитеррористических учений. Игорь Зарембо/РИА Новости

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში 10 პირი დააკავეს, რომლებიც ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. ტერაქტები ხალხმრავალ ადგილებში უნდა განხორციელებულიყო.
დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩნდათ. მათ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი აღიარეს.  ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.  ამ ინფორმაციის მიხედვით, ამოღებულია ოთხი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვიაწამალი, ასევე, კავშირგაბმულობის საშუალებები.
რუსეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, „ბოევიკები“ „რეზონანსულ თავდასხმებს“ გეგმავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები