აშშ-ის ქალაქ პორტლენდში შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ერთი ადამიანი დაიჭრა. სროლის შემდეგ პოლიციამ იქ შეკრებილ ადამიანებს მოუწოდა, რომ სასწრაფოდ შემთხვევის ადგილი დაეტოვებინათ.
პორტლენდში და აშშ-ის სხვა ქალაქებში მესამე დღეა დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს. პარასკევს აქციის მონაწილეთა დასაშლელად პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენა.