ბაგრამის ავიაბაზაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულთან ახლოს მდებარე ბაგრამის ავიაბაზაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. ბოლო ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.
ბაგრამის სამხედრო ბაზაზე ნატოს ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ერთად ქართველი სამხედროებიც მსახურობენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველებს შორის არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები