აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში კრემლის “შავ სიაში“ მოხვდა

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი კრემლის „შავ სიაში“ მოხვდა. ამის შესახებ მან ტვიტერში დაწერა. მისი თქმით, შავ სიაში ბარაკ ობამასთან მჭიდრო კავშირების გამო მოხვდა.
მაკფოლის თქმით, აშშ-ის ბოლო ელჩი რუსეთში, რომელსაც იქ შესვლა აუკრძალეს, ჯორჯ კენანი იყო, ის პერსონა ნონ გრატად ჯერ კიდევ 1952 წელს, იოსებ სტალინის დროს, „პრესაში ცილისმწამებლური განცხადებების გამო გამოაცხადეს. „შესანიშნავ ჯგუფში აღმოვჩნდი“ აცხადებს მაკფოლი.
მაიკლ მაკფოლი რუსეთში აშშ-ის ელჩი 2011-2014 წლებში იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები