ფეისბუქმა შეცდომით მარკ ცუკერბერგის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა
სოციალურმა ქსელმა ფეისბუქმა შეცდომით ასეულობით მომხმარებლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ამის თაობაზე “ბი ბი სი“ იუწყება.
გარდაცვლილ პირთა შორის ფეისბუქის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგიც აღმოჩნდა, რომლის გვერდზეც ასევე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ის გარდაიცვალა.
სოციალური ქსელის ხელმძღვანელობამ ტექნიკური წუნის გამო ბოდიში მოიხადა.
„ეს იყო საშინელი შეცდომა. ძალიან ვწუხვართ ამაზე, შეცდომა უკვე გამოსწორებულია“ – განაცხადა ფეისბუქის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მოგვიანებით ფეისბუქმომხმარებელთა ნაწილს იმ ინფორმაციის გავრცელება მოუხდათ, რომ მათი გარდაცვალების შესახებ ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება.