უკრაინის უშიშროების სამსახური მოსკოვს უკრაინაში ახალი მაიდანის მომზადებაში ადანაშაულებს

უკრაინის უშიშროების სამსახური მოსკოვს უკრაინაში ახალი მაიდანის მომზადებაში ადანაშულებს. ამის თაობაზე „უკრაინა 112“ის ეთერში ქვეყნის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა ანატოლი დუბლიკმა განაცხადა.
დუბლიკმა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები 15 ნოემბერს უნდა დაიწყოს. როდესაც მეანაბრეთა აქცია უნდა გაიმართოს. შემდეგ კი მათი აქცენტი ტარიფების ზრდის საკითხზე გამახვილდება. „იგეგმება სახელმწიფო სტრუქტურების ბლოკირება და ხელისუფლებისადმი პრეტენზიებისა და მოთხოვნების წაყენება, რომლის მიზანია უკრაინის ხელისუფლებაში პრორუსული ძალების მოსვლა“ – აცხადებს უკრაინის უშიშროების წარმომადგენელი.
მანამდე მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ბორისლავ ბერეზამ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები