რუსეთის მოქალაქეები სომხეთში ჩასვლას შიდა პასპორტით შეძლებენ

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები სომხეთში ჩასვლას შიდა პასპორტით შეძლებენ. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა რუსეთის ფედერაციის წევრთან, ნიკოლაი რიჟკოვთან შეხვედრაზე განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს შეთანხმების პროექტი რეგიონალური თანამშრომლობის შესახებ, რომლის ხელმოწერა უახლოეს მომავალში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები