„ისლამურმა სახელმწიფომ“ მოსულში 60 ადამიანი სიკვდილით დასაჯა

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის ქალაქ მოსულში 60 მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯა. ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ორი დღის წინ ტერორისტებმა სიკვდილით დასაჯეს 40 ადამიანი, რომლებიც ერაყის სპეცსამსახურებთან კავშირში დაადანაშაულეს. კიდევ ერთი ადამიანი მობილური ტელეფონის გამოყენების გამო მოკლეს.
გარდა ამისა, გაეროს ინფორმაციით, მოსულის ძველ რაიონებში ტერორისტებმა თვითმკვლელები მიიყვანეს, რომლებსაც ე.წ. შაჰიდის ქამრები უკეთიათ. ამავე ინფორმაციის მიხედვით, მათ შორის მოზარდებიც არიან.
შეგახსენებთ, რომ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს დაიწყო. მასში ერაყის ჯარი, ქურთი მოხალისეები და შეერთებული შტატების ავიაცია მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები