აშშ-ის ქალაქ პორტლენდში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე აქციები შეტაკებებში გადაიზარდა. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
სააგენტო „ასოშიეტედ პრესის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ნაგვის ბუნკერებს ცეცხლი მოუკიდეს და სახლების ფანჯრები და მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს.
დაკავებულია 26 ადამიანი.