ნიკოლა სარკოზის პარტია საფრანგეთის პრეზიდენტს იმპიჩმენტით ემუქრება

საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს ქვეყნის ნაციონალური კრების „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები იმპიჩმენტით ემუქრებიან. „რესპუბლიკელების“ ლიდერი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნოკოლა სარკოზია.
„რესპუბლიკელები“ ოლანდს ჟურნალისტებისთვის სახელმწიფო საიდუმლოების გაცემაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება,
“რესპუბლიკელი“ დეპუტატების განცხადებით, ოლანდმა ჟურნალისტებს სირიაში საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის საიდუმლო გეგმა გააცნო. გაზეთ Le Monde-ში 25 აგვისტოს სტატია გამოქვეყნდა, სათაურით „დღე, როდესაც ობამამ ოლანდი მიატოვა“.
ამასთანავე იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან „რესპუბლიკური პარტია“ პარლამენტში უმცირესობაშია.
ამჟამად საფრანგეთის შეიარაღებული ძალები სირიაში „ბოევიკების“ წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციაში მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები