გარდაიცვალა კანადელი კომპოზიტორი, მომღერალი და პოეტი ლეონარდ კოენი

გარდაიცვალა კანადელი მწერალი და მუსიკოსი ლეონარდ კოენი. ამის შესახებ ინფორმაცია კოენის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„“ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული და პროდუქტიული მოაზროვნე დავკარგეთ. ძალიან სამწუხარო ფაქტია“, – წერია ინფორმაციაში.
კოენი 82 წლის იყო. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე მან მე-14 ალბომი You Want It Darker გამოუშვა.
სიმღერების გარდა, კოენმა ორი რომანი და პოეტური კრებული გამოსცა. 2002 წელს მან კანადის უმაღლესი ჯილდო მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები