კახა შარტავა: გუბაზ სანიკიძის პარტიიდან წასვლა „ეროვნული ფორუმის“ იდეის გაგრძელებაა

ერთ-ერთი ლიდერი კახა შარტავა გუბაზ სანიკიძის პარტიიდან წასვლას, ერთიანი ოპოზიციური ძალის შექმნის იდეას უკავშირებს.
შარტავა უკვე ყოფილი თანაგუნდელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გუნდთან შეთანხმებულს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ განსხვავებები პარტიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის ტაქტიკაში გამოიკვეთა.
„გუბაზ სანიკიძის პარტიიდან წასვლა ”ეროვნული ფორუმის” იმ იდეის გაგრძელებაა, რომელიც ახალი პოლიტიკური წარმონაქმნის შექმნას გულისხმობს. გიდასტურებთ, რომ ეს არის ამ იდეის გაგრძელება. შეთანხმებულია ეს გადაწყვეტილება. განსხვავება შეიძლება ეხებოდეს ტაქტიკას და დროის მონაკვეთს, თუმცა, ძირითადად, ეს არის თანმიმდევრული და შეთანხმებული პროცესი, რომელიც ეხება ახალი ტიპის პოლიტიკური წარმონაქმნის შექმნას”, – განაცხადა შარტავამ.
კახა შარტავა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ახალი ოპოზიციური ძალის გამოჩენაზე აკეთებს აქცენტს და თვლის, რომ ის საკმაოდ მასშტაბური იქნება.
”ამ პროცესის დაწყებას, პიროვნებებს შორის საუბრების დაწყებას, პოლიტიკურ ველზე პარტიებისგან თავისუფალი პიროვნებების არსებობა სჭირდება და მოუხდება. პარტიული ანგაჟირების გარეშე უფრო ადვილი იქნება საყოველთაო თემებზე საუბარი და შეთანხმება. აქედან გამომდინარე, ჩვენი პარტიიდან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკურმა მდივანმა სწორედ ჩვენი შეთავაზების და ჩვენი კურსის გასაგრძელებლად.
სხვა ფიგურებიც გამოჩნდებიან, რომლებიც ამ საყოველთაო საკითხზე ერთმანეთთან საუბარს მოისურვებენ და ეს საუბარი უკეთესი გამოვა პარტიული ანგაჟირების გარეშე”, – განაცხადა შარტავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები