მოსკოვში, დაზიანებული ბანკომატიდან მომხმარებელმა ნახევარი მილიონი რუბლი გამოიტანა

მოსკოვში მომხმარებელმა გაფუჭებული ბანკომატიდან ნახევარი მილიონი რუბლი ( 7 900 დოლარი) გამოიტანა. ის პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მამაკაცი, რომელიც მოსკოვში ბელგოროდის ოლქიდან ჩავიდა, ბანკომატიდან ფულის მოპარვაშია ეჭვმიტანილი.
„დადგენილია, რომ ფულის გამოტანის მომენტში ბანკომატმა ამ პირს 4-ის ნაცვლად 20 ათასი რუბლი მისცა. ამის შემდეგ მან ტექნიკური გაუმართაობა გამოიყენა და საერთო ჯამში 500 ათასი რუბლი გამოიტანა,“ განაცხადეს მოსკოვის აღმოსავლეთ ადმინისტრაციული ოლქის შს სამმართველოში.
დაკავებულ მამაკაცს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები