მამუკა სალუქვაძე: „იპოდრომს“ მისი მესაკუთრე ქალაქს თუ გადასცემდა, ეს ძალიან დიდი საჩუქარი იქნებოდა

ცენტრალურ პარკთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი ჩამოყალიბებული იდეა, გვაქვს სურვილი, რომ თემქაზე სახალხო პარკი გაკეთდეს – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.
სალუქვაძე თვლის, რომ შეთავაზებული იდეა მოსახლეობისთვის და ქალაქისთვის მისაღები იქნება. სალუქვაძემ ამ იდეით ქალაქის მერიასაც მიმართა.
„ცენტრალური პარკის იდეა თემქაზე, რასაკვირველია, ვერ განხორციელდება. ცენტრალური პარკის იდეა იყო „მზიურთან“ დაკავშირებით და „იპოდრომის“ ტერიტორიაზე, ის, რაც თემქაზე შევთავაზეთ და ქალაქმაც მიიღო, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შეთავაზება იყო.
ამაზე მუშაობა აუცილებლად დაიწყება. ჩვენ მივმართეთ რეკომენდაციით ქალაქის მერიას. რაც შეეხება „მზიურს,“ პროექტირების სტადია ჯერ ფერხდება და ამის შემდეგ გვეცოდინება შესაძლებელი იქნება თუ არა „მზიურში“ ცენტრალური პარკის განთავსება,“-განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
სალუქვაძე „იპოდრომის“ ტერიტორიაზეც ამახვილებს ყურადღებას და თვლის, რომ აღნიშნული ტერიტორიის ქალაქისთვის დაბრუნება მოსახლეობისთვის საჩუქარი იქნებოდა.
“იპოდრომი“ იყო სავარჯიშო პოლიგონი, აქ ხალხი ვარჯიშობდა, რაგბისტები. ეს ტერიტორია ისევ ამ ფუნქციისთვის უნდა იყოს გამოყენებული და არა ცენტრალური პარკისთვის, თუმცა ესეც კერძო საკუთრებაა და დიდი სურვილი მექნებოდა თუ მისი მეპატრონე ამ ტერიტორიას ქალაქს გადასცემდა, ასეთი დიდი საჩუქარი ქალაქისთვის ძნელად წარმოსადგენი იქნებოდა,“-განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები