გერმანიის თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტს რუსეთთან მიმართებაში მკაცრი პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს

ტელეკომპანია ZDF-სთვის მიცემულ ინტერვიუში, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა დონალდ ტრამპს რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდა.
“ტრამპმა მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომელ მხარესაა: კანონის, მსოფლიო წესრიგისა და დემოკრატიის მხარეს თუ მას ეს არ აინტერესებს და ის ერთგვარ მამაკაცურ მეგობრობას აყალიბებს”, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ურსულა ფონ დერ ლეიენმა ყირიმის ანექსიის საკითხსაც დაუთმო ყურადღება. მინისტრი ტრამპს მოუწოდებს, ნატოს მიმართ ბიზნესის მგავსი დამოკიდებულება ნუ ექნება.
“ეს საწარმო არ არის. ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც შესაძლებელია თქმა: წარსული არ მაღელვებს. ღირებულებები ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, შევხედავ, რამდენი ფულის გამომუშავებას შევძლებ და იქნებ სარფიანი გარიგება გამოვიდეს. ქვეყანას ასე არ მართავენ, ეს არც ნატო-ს პრინციპია” , – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები