“აშშ – საქართველოს ურთიერთობებსა და პარტნიორობას რაც შეეხება, კარდინალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ”

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არის თავად სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატები და არა რომელიმე ცალკე აღებული პარტია, ან თუნდაც პოლიტიკური ლიდერი – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომისტმა ლევან კალანდაძემ განაცხადა.
კალანდაძე თვლის, რომ ტრამპის გაპრეზიდენტება ამერიკის საგარეო პოლიტიკურ კურსს საქართველოსთან მიმართებაში არ შეცვლის. ეკონომისტი საკუთარის გასამყარებლად რამდენიმე არგუმენტს ასახელებს.
“შეერთებული შტატების პოლიტიკა სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში ამით არ იცვლება. მიუხედავად ამისა, ბუნებრივია მოსალოდნელია რიგი ცვლილებები საერთაშორისო ურთიერთობებში და ამ შესაძლო ცვლილებებს საქართველო მომზადებული უნდა შეხვდეს. მათ შორის: პირველ რიგში, ეს, სავარაუდოდ, აშშ-რუსეთის ურთიერთობების ახალი ფორმატი გახდება. დიდი ალბათობით, წარსულში აშშ-ს მიერ დაანონსებული ე.წ. გადატვირთვა რუსეთთან მიმართებაში არ მოხდება.
სავარაუდოა რუსეთისთვის გამოცხადებული ეკონომიკური სანქციები და პრესინგ-პოლიტიკა გადახედვას, ან გარკვეულ კორექტირებას დაექვემდებაროს. ბუნებრივია, აშშ-რუსული ურთიერთობების მოსალოდნელი ახალი ფორმატი, გარკვეული თვალსაზრისით, გამოწვევა იქნება საქართველოსთვის. თუმცა ძირითადი პოლიტიკური კურსი და პარტნიორობა არ შეიცვლება,“-განაცხადა ეკონომისტმა ლევან კალანდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები