გუბაზ სანიკიძემ „ეროვნული ფორუმი“ დატოვა

გუბაზ სანიკიძემ „ეროვნული ფორუმი“ დატოვა. ამის შესახებ თავად სანიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სანიკიძის თქმით, პოლიტიკაში რჩება და ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
„ვიღებ გადაწყვეტილებას დავტოვო „ეროვნული ფორუმის“ რიგები. ვრჩები პოლიტიკაში და ხელს შევუწყობ დიდი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას. უახლოეს პერიოდში გაიგებთ, რა და როგორ იქნება“, – განაცხადა სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები