სუს-ის უფროსის მოადგილედ ალექსანდრე ტაბატაძის დანიშვნას სუს-ში ადასტურებენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ალექსანდრე ტაბატაძის უფროსის მოადგილედ დანიშვნა “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა.
როგორც “კვირასთვის” გახდა ცნობილი, ტაბატაძის დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი უკვე მოეწერა და იგი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ტაბატაძეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მოადგილის პოსტი ეკავა. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე 2013 წელს დაინიშნა, მანამდე კი ტაბატაძე ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მინისტრის მოადგილე იყო.
ალექსანდრე ტაბატაძე 1969 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იგი სხვადასხვა წლებში შს სამინისტროში არაერთ წამყვან პოზიციაზე მუშაობდა, ალექსანდრე ტაბატაძეს ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი პოსტები რუსთავსა და აჭარაშიც ეკავა. მას ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები