მამუკა სალუქვაძე: თბილისში პრაქტიულად ტერიტორიები არ არსებობს, რომელზეც ნებართვა არ არის გაცემული

ჩვენ შეგვიძლია შეუსაბამო ტერიტორიები დავანახოთ ქალაქს, სადაც კანონმდებლობის შეუსაბამოდ გაიცა ნებართვა – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.
სალუქვაძე მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარება საკმაოდ რთული იქნება და მთელი სიმძიმე აღმასრულებელ ხელისუფლებაზე გადავა. იგი ყურადღებას ამახვილებს „ელიავას“ ბაზრობის ტერიტორიაზეც.
„ძალიან რთული იქნება ამ სიტუაციიდან გამოსვლა, მე პირადად არც მესახება გეგმა ეს როგორ უნდა მოგვარდეს, მაგრამ არის ტერიტორიები, რომელზეც საუკეთესო ვარიანტი რეკრიაციული ზოლების მოწყობაა, ასეთი ტერიტორია არის „ელიავას“ ბაზრობა.
აქ შეიძლება საუკეთესო რეკრიაციული ადგილის მოწყობა. აქ არის გაცემული ნებართვები, მაგრამ ქალაქმა უნდა მიიღოს ამასთან დაკავშირებით, ჩვენთან ერთად, გადაწყვეტილება,“-განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
მისივე განმარტებით, სადაც გასხვისება იყო შესაძლებელი, იქ ტერიტორიის გამოსყიდვაც დასაშვებია. მისი განცხადებით, აღნიშნული საკითხის მოგვარებაში აქტიურად უნდა ჩაერთოს თბილისის მერია, ხოლო „ელიავას“ ბაზრობაზე მომუშავე ადამიანებს გადაეცეთ ალტერნატიული ტერიტორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები