ცუკერბერგი უარყოფს თეორიას იმის შესახებ, რომ ტრამპის გამარჯვებაში ფეისბუქმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა

სოციალური ქსელის, ფეისბუქის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი უარყოფს თეორიას იმის შესახებ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებაში ფეისბუქმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
ამჟამად აშშ-ის ლიბერალურ წრეებში გაჩნდა თეორია იმის შესახებ, რომ სწორედ სოციალურ ქსელებში გავრცელებული გამოგონილი ნიუსების მეშვეობით დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, ვინაიდან ეს ინფორმაცია ბევრად უფრო მალე ვრცელდებოდა, ვიდრე მისი უარყოფა.
„აზრი იმის შესახებ, რომ ე.წ. ფეიკმა არჩევნების შედეგებზე იმოქმედა, ძალზე უგუნურია“, – განაცხადა ცუკერბერგმა კალიფორნიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ფეისბუქის მომხმარებლებს შორის 156 მილიონი ამერიკელია. ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ მათი ორი მესამედი ინფორმაციას სწორედ ამ სოციალური ქსელის მეშვეობით იღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები