თბილისის განვითარების გენერალური გეგმის კონცეფცია მერიას უკვე წარედგინა

თბილისისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რკინიგზის მონაკვეთი შემოვლით გზაზე განთავსდეს, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.
მამუკა სალუქვაძემ იმ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც გეგმის კონცეფციის შედეგების დროს პრიორიტეტული იქნება.
თბილისის მთავარ პრობლემად მშენებლობებზე გაცემული ნებართვები რჩება.
“სითი ინსტიტუტი – საქართველოს” ხელმძღვანელმა სამ ძირითად საკითხზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც გეგმის შედეგების დროს იხელმძღვანელეს.
სალუქვაძე მნიშვნელოვან საკითხად რკინიგზის მონაკვეთის შემოვლით გზაზე გადატანას თვლის.
“მიწათმშენებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა მიდის გრაფიკის მიხედვით. ჩვენი მიზანია ქალაქი იყოს კომპაქტური. არაა საჭირო სხვა ტერიტორიების ათვისება, თბილისში არის ძველი საწარმოების ტერიტორიები, რაც საკმარისი რესურსია ქალაქის ასათვისებლად.
მნიშვნელოვანია აგრეთვე ქალაქის პოლარიზება, რადგან ქალაქი არ უნდა იყოს კონცენტრირებული მხოლოდ ცენტრში. თბილისის სხვადასხვა რაიონებში შეიქმნება გარკვეული ცენტრები თავისი რეკრიაციული ზოლებით, რათა ცენტრალური ნაწილი განიტვირთოს.
ასევე მნიშვნელოვანია რკინიგზის მონაკვეთის შემოვლით გზაზე გადატანა, ამით დაახლოებით 78 ჰექტარი ფართობი გათავისუფლდება, რაც ასევე გამოიყენება რეკრიაციული ზოლისთვის.
ეს ტერიტორია არ გაიყიდება პატარ-პატარა ნაწილებად და გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი. ქალაქში დღემდე პრობლემად რჩება საცობების საკითხი, ამას ახალი გზების აშენება არ უშველის, საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს და მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა“-განაცხადა “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე განმარტებით, დღეის მდგომარეობით, ქალაქში მშენებლობისთვის გაცემულია 8 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართობზე ნებართვები, რაზეც სალუქვაძე ამახვილებს ყურადღებას. იგი მოცემულ მონაცემებს საყურადღებოდ თვლის, და მიაჩნია, რომ ამ მხრივ მდგომარეობა არასახარბიელოა.
გენერალური გეგმის მიხედვით, თბილისში მოხდება გამჭოლი გზის მშენებლობა, რომელიც ბუშის ქუჩიდან ავჭალას დაუკავშირდება. დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2017 წლის აპრილისთვის დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები