ავღანეთის ქალაქ მაზარი-შარიფში, გერმანიის საკონსულოსთან აფეთქება მოხდა

ავღანეთის ქალაქ მაზარი-შარიფში დანაღმული ავტომობილი გერმანიის საკონსულოს შენობას შეეჯახა. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 32 დაიჭრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ნატოს პრესმდივანი აცხადებს, რომ ამჟამად ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. „ბოევიკებმა“ განაცხადეს, რომ მათ ქუნდუზის პროვინციაში აშშ-ის საჰაერო დარტყმაზე შური იძიეს, რომლის დროსაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა.
14997052_10207236544343536_2041882156_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები