ექსკურსია თეთრ სახლში – აშშ-ის პირველი ლედი მომავალ პირველ ლედის შეხვდა (ვიდეო)

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მიშელ ობამა მომავალ პირველ ლედის, მელანია ტრამპს შეხვდა. ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპის მეუღლეების შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართა. მიშელ ობამამ მელანია ტრამპს თეთრ სახლში ექსკურსია მოუწყო.
მელანია ტრამპის და მიშელ ობამას შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განუცხადა, რომელიც დღეს არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა.
“მიშელ ობამას ჰქონდა მომავალ პირველ ლედისთან შეხვედრის საშუალება. მათ შესანიშნავად ისაუბრეს.  ჩვენ გვსურს, რომ ხელისუფლების გადაცემის პროცესში მათ თეთრ სახლში ისე იგრძნონ თავი,  როგორც საკუთარ სახლში,“ – განაცხადა ობამამ.
ცნობისთვის, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია მომავალი წლის 20 იანვარს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები