ტრამპ თაუერის თავზე ფრენისთვის აკრძალული ზონა დაწესდა

აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ ნიუ-იორკში, ტრამპ თაუერის თავზე ფრენისთვის აკრძალული ზონა დააწესა. ამ შენობაში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შტაბბინა მდებარეობს.
ფრენისთვის აკრძალული ზონის რადიუსი 3,7 კილომეტრს შეადგენს. გამონაკლისია საიდუმლო სამსახურის, სამხედროების და საგანგებო სამსახურების საჰაერო ხომალდები.
ასევე ფრენისთვის აკრძალული ზონა ინდიანაპოლისის შტატში, არჩეული ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის რეზიდენციის მახლობლად დაწესდა.
ეს წესი მომავალი წლის 21 იანვრამდე იმოქმედებს, როდესაც აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები