ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მიიღო

 

ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბარაკ ობამას შეხვდა. მათი შეხვედრა მრგვალ კაბინეტში, დახურულ კარს მიღმა, საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
შეხვედრაზე საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრეს. ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპს მხარდაჭერა აღუთქვა და განაცხადა, რომ ახლა გაერთიანებაა საჭირო. ობამა იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი მის მეუღლესთან ერთად თეთრ სახლში თავს კომფორტულად იგრძნობს.
თავის მხრივ, ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ობამას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა საკითხზე რჩევებისთვის მას აუცილებლად მიმართავს.
დონალდ ტრამპი ვაშინგტონში საკუთარი თვითმფრინავით ჩაფრინდა. მისი თეთრ სახლში შესვლა ვერც ერთმა კამერამ ვერ დააფიქსირა. ობამა და ტრამპი ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოვიდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები