„როსტურიზმი“ რუსეთის მოქალაქეებს ურჩევს, საქართველოში ვიზიტისას „არსებული საფრთხეები“ გაითვალისწინონ

რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტო (“როსტურიზმი“)  რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლისას „არსებული საფრთხეების“ გათვალისწინებას ურჩევს.
საქართველოში ჩასული რუსი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2016 წლის ექვს თვეში აქ 920 ათასი რუსეთის მოქალაქე ჩავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით მეტია.
„დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, რუსეთის მოქალაქეების საკონსულო და სამართლებრივი დავის შესაძლებლობა ძალზე შეზღუდულია., საქართველოში კვლავ მოქმედებს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლისთვის სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
როსტურიზმში“ აცხადებენ, რომ გასულ წელს ამ კანონის მიხედვით  რუსეთის სამი მოქალაქე დააკავეს და კიდევ რამდენიმე დააჯარიმეს.  ასევე უწყება სამედიცინო დაზღვევის გაფორმების აუცილებლობაზე საუბრობს. „საქართველში ჩასულ რუს ტურისტებს უნდა ჰქონდეთ სამედიცინო დაზღვევა, ვინაიდან ამ ქვეყანაში სამედიცინო მომსახურე ძალზე ძვირია“ – ნათქვამია „როსტურიზმის“ განცხადებაში.
ამჟამად რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ჩასვლა უვიზოდ შეუძლიათ, ხოლო რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებისთვის აქართველოს მოქალაქეებს ვიზა სჭირდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები