ერაყის ჯარი მოსულის აეროპორტზე შეტევისთვის ემზადება (ფოტოკოლაჟი)
ერაყის შეიარაღებული ძალები ქალაქ მოსულის აეროპორტის ასაღებად ემზადებიან. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. მოსულში ამჟამად 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
მოსულზე შეტევაში 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე და მოხალისე მონაწილეობს.
აეროპორტის აღება სამთავრობო ძალებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი მას ბოევიკებზე შეტევის გაგრძელებისთვის გამოიყენებენ.
„ისლამური სახელმწიფო“ ქალაქს 2014 წლიდან აკონტროლებს.