აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე, შესაძლოა, საქართველოს აქტიური მხარდამჭერი სენატორი დაინიშნოს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე, შესაძლოა, სენატორი ბობ კორკერი დაინიშნოს, რომელიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერია.
ბობ კორკერი ერთ-ერთი ინიციატორია კანონპროექტისა, რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდავეთს ნატოს შემდეგ აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად აღიარებს.
ასევე, ამ თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად გამოცემა “Politico” წარმომადგენელთა პალატის ყოფილ სპიკერს, ნიუტ გინგრიჩს და აშშ-ის ელჩს გაეროში, ჯონ ბოლტონს ასახელებს.
ტრამპის სამთავრობო გუნდში ასევე შეიძლება შევიდნენ „რესპუბლიკური პარტიის“ სხვა გავლენიანი წევრები, მაგალითად ნიუ-იორკის ყოფილი მერი რობერტო ჯულიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები