სტამბოლში მოპარული კატის ძეგლი უკან დააბრუნეს

სტამბოლში ცნობილი კატის, ტომბილის ძეგლი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოიპარეს, ადგილზე დააბრუნეს. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
„წინა ღამეს ქურდმა ბრინჯაოს ძეგლი ადგილზე დააბრუნა. ახლა ის ისევ ძველ ადგილზეა“ – დაწერეს ფეისბუქში ძეგლის დადგმის ინიციატორებმა.
კატის ქანდაკება ოქტომბერში დადგეს. სტამბოლელი კატა ტომბილი ცოტა ხნის წინ დაიღუპა. ის სოციალურ ქსელებში ცნობილი გახდა საოცარი პოზის გამო.

_92380163_cat_istanbul _92380164_cat1

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები