აღმოსავლეთ თურქეთში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის გუბერნატორი დაშავდა

აღმოსავლეთ თურქეთში, მარდინის პროვინციაში გუბერნატორის ოფისზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
დაჭრილთა შორის დერიკის რაიონის გუბერნატორი მუჰამედ ფატიკ საფითურქია.
რეგიონში მყოფმა შეიარაღებულმა ძალებმა და პოლიციამ ტერორისტთა დასაკავებლად ოპერაცია დაიწყეს.
თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ თავდასხმა „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ მოაწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები