„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ მოსულში 30 ადამიანი დენით მოკლეს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყის ქალაქ მოსულში 30 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს – ისინი  დენით მოკლეს.
სიკვდილით დასჯა მოსულის ცენტრში გაიმართა. დახოცილი ადამიანები ტერორისტებმა სამთავრობო ძალებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს.
შეგახსენებთ, რომ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო და ის დღესაც გრძელდება. „ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარ ქალაქს შეიარაღებული ძალები, ქურთი მოხალისეები და ამერიკული ავიაცია უტევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები