რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტრამპის გუნდთან კონტაქტებზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლებთან კონტაქტები ჰქონდათ და ამ სამუშაოს არჩევნების დასრულების შემდეგაც გააგრძელებენ. ამის შესახებ „ინტერფაქსს“   რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განუცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე რთულია იმაზე საუბარი, თუ თუ როგორი იქნება კონტაქტების ტრამპის ადმინისტრაციასთან, მაგრამ უწყებაში არანაირ ეიფორიას არ განიცდიან, ვინაიდან „აშშ-სთან როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ურთიერთობების გამოცდილება აქვთ”.
ასევე რიაბკოვი აცხადებს, რომ აშშ-ის ორ მთავარ პოლიტიკურ ძალას შორის რუსეთთან დაკავშირებით პოზიციაში პრაქტიკულად არანაირი განსხვავება არ არის და ამ მხრივ „ორპარტიული კონსენსუსი“ შეინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები