გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ტოლერანტობის კვირეული გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტის სასახლეში ტოლერანტობის კვირეული გახსნა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ ბროშურის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ საინფორმაციო ხასიათის ბროშურა დაიბეჭდა სახელწოდებით „საქართველო – განსხვავებულთა ერთობა’’ და მასში თავმოყრილია თითქმის ყველა პროექტი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა.
ქართული ენის კურსები „ვისწავლოთ ქართული“, ქართულ-ოსური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, აფხაზეთის ვირტუალური არქივი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ინიციატივების ხელშეწყობა, ეთნიკური უმცირესობების მიერ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა, ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე, ბოშათა გაძლიერების ცენტრი, შეხვედრები მოსწავლეებთან ადრეული ქორწინების თემაზე, ხატვის შემსწავლელი კურსი დუისში, ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი სოფელ ჯოყოლოში, მეფუტკრეობის შემსწავლელი კურსი სოფელ ბირკიანში, ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას, დუისის საჭიდაო დარბაზის გათბობის სისტემით უზრუნველყოფა, ჩეჩნური კულტურის ფესტივალი, პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროექტი,
ქალები ქალების სამსახურში, კულტურულ-საგანმანათლებლო დღის ცენტრი „მაცნე-2015“, ფოტოკლუბი „ბერთი“ – ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროეტებისა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
ტოლერანტობის კვირეულის გახსნისას, გიორგი მარგველაშვილმა ერის განვითარების გზაზე ტოლერანტობის და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მანვე საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების ადამიანების თვითმყოფადობის შენარჩუნება საქართველოს სიმდიდრედ შეაფასა .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები