მარია ზახაროვა დასავლურ მედიას „ცუდ ექსპერტებს“ უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დასავლურ მედიას „ცუდი ექსპერტები“, ხოლო მათ ანალიტიკას „ბლეფი“უწოდა. ასეთი კომენტარი გააკეთა ზახაროვამ The New York Times-ში დაბეჭდილ სტატიაზე „რუსეთისთვის და პუტინისთვის – ამერიკის მოულოდნელი საჩუქარი“.
ზახაროვას განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების პროგნოზებთან დაკავშირებით დასავლელი ჟურნალისტების და ექსპერტების პროგნოზების გამტყუნება არაობიექტურობით ახსნა.
„ისინი მრავალი წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოს არწმუნებდნენ, რომ ყველა უბედურების საწინდარი ცუდი რუსეთია. მათ შექმნეს გლობალური საინფორმაციო კარუსელი, რომელიც რეალობისგან ძალიან განსხვავებულია“ – განაცხადა ზახაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები