რუსი დეპუტატი კუბოების და თაიგულების ფონზე ვარჯიშობდა, ანასტასია მიაკინა „ედინაია როსიადან“ გაათავისუფლეს 

რუსეთის ირკუტსკის ოლქის დეპუტატი და „ედინაია როსიას“ წევრი ანასტასია მიაკინა პარტიიდან გაუშვეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მიაკინამ ვიდეო გაავრცელა, რომელზეც ის კუბოების და თაიგულების ფონზე ვარჯიშობდა.
ვიდეო 35 წლის დეპუტატმა რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამში გაავრცელა. ვიდეორგოლზე ის სარიტუალო დეკორაციების ფონზე ფიზკულტურულ ვარჯიშებს აკეთებს.
ამის შემდეგ მან ბევრი უარყოფითი კომენტარი მიიღო და ვიდეო წაშალა, თუმცა მომხმარებლებმა ის გადაიწერეს და კვლავ გაავრცელეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები