რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ყირიმში უკრაინელი დივერსანტების დაკავების შესახებ იუწყება

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური სევასტოპოლში უკრაინელი დივერსანტების დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. რუსული უშიშროება იუწყება, დივერსანტების მიზანი ყირიმის სამხედრო ობიექტები იყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ამას მორიგი დეზინფორმაცია უწოდეს.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულების ჩხრეკის დროს ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობები, ასევე იარაღი და საბრძოლო მასალები და კავშირგაბმულობის საშუალებები.
მიმდინარე წლის აგვისტოში უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ასევე გაავრცელეს ინფორმაცია ყირიმში უკრაინელი დივერსანტების დაკავების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები